წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც მან მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ ხომულში, ,,ვერძელას უბნაში", სოფელ ბანოჯაში მე-15, და მე-20 ქუჩებზე ბეტონის გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს შპს „მიმდიემი“ ახორციელებს. ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3548841 ლარი იხარჯება.
დღესვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, პირველ მოადგილესთან, ზურაბ მაისურაძესთან ერთად, სოფელ ხომულში - ,,ქვაბასუბანში" გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.
ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.