,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამით ცაგერის მუნიციპალიტეტის 20 სოფელში გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
,,აღნიშნული სამუშაოებისთვის გამოყოფილი ერთიანი სახელშეკრულებო თანხა 192500 ლარია.
პროექტების განხორციელება გრძელდება, მიმდინარეობს ახალი ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი. ამ კუთხით სამუშაოები ეტაპიობრივად დაიწყება ყველა იმ სოფელში, რომელმაც პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა აირჩია" აღნიშნულია ცაგერის მერიის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დღეს ობიექტების ინსპექტირებაზე იმყოფებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.