შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას 20 ივნისს განვთარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციამ დაიცვა პარლამენტი, სადაც შეჭრასაც კონკრეტული პოლიტიკური შედეგი მოჰყვებოდა.
,,ცალკეული შემთხვევების გარდა, პოლიციამ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია. პოლიციამ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი - პარლამენტი, დაიცვა სამოქალქო წესრიგი, დაიცვა კონსტიტუცია და არ დაუშვა ქვეყანაში ძალადობრივი გზით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრა, რასაც შემდგომ, რასაკვირველია, კონკრეტული პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა', უთხრა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.