ონის მერის პირველმა მოადგილემ მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის შემსწავლელი საგანგებო კომისიის სხდომა გამართა
28-06-2019, 19:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, 2019 წლის 26-27 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენის (ძლიერი წვიმა) შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიღებული ზარალის შემსწავლელი საგანგებო კომისიის სხდომა გამართა.

 


შეხვედრაზე განიხილეს 2019 წლის 26-27 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენის დროს ზარალის სავარაუდო ოდენობა.

 


სოფელ ღებში მდინარე რიონმა დააზიანა არსებული გაბიონი და ნაპირსამაგრი ზოლი, საფრთხე შეუქმნა საავტომობილო გზას და საბაღვენახე ფართობებს.

 


სოფელ ჟინჭვისში მდინარე გომრულას წყლის დონის მკვეთრი მატების შედეგადაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა მდინარის გასწვრივ მოწყობილი ნაპირსამაგრი გაბიონები.

 


კურორტ შოვში მდინარე დღვიორას წყლის დონის მკვეთრი მატების შედეგად დაზიანდა ქუთაისი-ალპანა-მამისონის სახელმწიფო გზის 137-კმ.ზე გზის მონაკვეთი, ასევე გზის გასწვრივ მოწყობილი წყალმომარაგების ქსელი, საიდანაც სასმელი წყალი მიეწოდება კურორტ შოვს და სოფელ გლოლას.

 


სოფელ ლაგვანთაში მდინარე საკაურამ დააზიანა არსებული ნაპირსამაგრი გაბიონი და საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის საბაღვენახე ადგილებს, მისასვლელ და შიდა საუბნო გზას.

 


სოფლებში გადამშსა და ჭვებარში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა მისასვლელი და შიდა საუბნო გზა. მწყობრიდან გამოვიდა სახიდე გადასასვლელები და ნაპირსამაგრები. გართულებულია სატრანსპორტო გადაადგილება.

 


მერის პირველი მოადგილის, დიმიტრი საყვარელიძის განცხადებით, ზარალის საორიენტაციო ღირებულების დადგენის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოხდება რეაგირება სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

 

 

ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი