ტექნიკური შეფერხების გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა" და „სახელმწიფო უნივერსიტეტი" 10:15 საათიდან შეფერხებით მუშაობს. მგზავრების მომსახურება მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე" არის შესაძლებელი.
ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
,,სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. მეტროსადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი"- „ვარკეთილი") შეუფერხებლად მუშაობს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის", ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.