თბილისის მერმა გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მის განხორციელებაში ჩართულ ყველა პირს.
,,ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თბილისის ძველი უბნების გაცოცხლება, მისი განახლება, რეაბილიტაცია. თქვენ იცით რა მდგომარეობაა თბილისის ისტორიულ ნაწილში, არის ბევრი ძეგლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს დროულად შველას. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.
ერთი პროექტი უკვე დავასრულეთ-ორბელიანის მოედანი. ვისურვებდი, ბევრი ასეთი სივრცე გაჩნდეს თბილისში, რადგან ეს ნიშნავს თბილისელებისთვის და ტურისტებისთვის მიზიდულობის ახალ კერას, მეტ დასაქმებულ ადამიანს და რაც მთავარია თბილისის იერსახის მოწესრიგებას,” განაცხადა კახა კალაძემ.
გუდიაშვილის მოედანზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ „მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები. ამ ეტაპზე გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარეობს: შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამაგრების სამუშაოები სარდაფის და საძირკვლების დონეზე სამუშაოების დროს აღმოჩენილია საკმაოდ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები. აღმოჩენების მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.
ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროეტის ფარგლებში სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტით ფინანსდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.