დავით ზალკალიანი: ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები
29-06-2019, 15:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის დაკეტვის საკითხს ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე დააყენებს, სადაც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინონ კონსტრუქციულობა და შეწყვიტონ ისეთი სახის ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

 

 

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ქართულმა მხარემ აღნიშნულის შესახებ უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“, ასევე ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და პარტნიორებს.

 


„ჩვენთვის ეს სიტუაცია მიუღებელია, იზღუდება ადამიანების თავისუფალი გადაადგილების უფლება. ჩვენ აუცილებლად მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას ჟენევის მომდევნო რაუნდის ფარგლებში, რომ გამოამჟღავნონ კონსტრუქციულობა და მისცენ ადამიანებს გადაადგილების უფლება, რომლებსაც ეს, პირველ რიგში, ჰუმანიტარული მიზნებისთვის ესაჭიროებათ. საუბარია თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებაზე", განაცხადა დავით ზალკალიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის ფაქტთან დაკავშირებით.

 

 

მინისტრის თქმით, მსგავსი ქმედებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება განუხრელად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი