დიმიტრი ხუნდაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ყოფს მოქალაქეებს მომიტინგეებად, პოლიციელებად და პოლიტიკოსებად, ჩვენთვის ყველას ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია
29-06-2019, 18:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება აქციაზე დაშავებული ექვსი პაციენტი, მათ შორის სამი განაგრძობს მკურნალობას „რეგიონალურ ჰოსპიტალში“, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

 

„სამწუხაროდ, საპროტესტო აქცია მოქალაქეების ჯანმრთელობის ზიანის გარეშე არ დასრულდა. დაზიანდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები.ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მთავარი საზრუნავია, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა.

 

სამწუხაროდ, ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა ადამიანების ჯანმრთელობასა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ზუსტი და ობიექტური ინფორმაციით უზრუნველყოფა მოვახდინოთ. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი, მათ შორის 3 განაგრძობს მკურნალობას „რეგიონალურ ჰოსპიტალში“.

 

 ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, საგრძნობლად გაუმჯობესდა, გადაყვანილია პალატაში და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან.

 

რაც შეეხება 2 პაციენტს, რომლებიც გადმოყვანილი არიან ალადაშვილის კლინიკიდან, ერთ-ერთ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და შემდგომი რეაბილიტაციისთვის იგეგმება მისი უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ მკურნალობა.

 

რაც შეეხება მესამე პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა დინამიკაში დადებითია.

 

პაციენტები პირველივე დღიდან აღნიშნავდნენ, თუ როგორ თავდაუზოგავად უწევდნენ შესაბამის დახმარებას ჩვენი მედიკოსები, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო.

 

აღსანიშნავია, რომ აქციის დაშლისას დაშავებული ყველა მოქალაქის და პოლიციელის მკურნალობას და საჭირო მედიკამენტებს სრულად უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობას და მის ხარჯებს ფონდი “ქართუ” სრულად აანაზღაურებს.

 

გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი ანტალიაში დასასვენებლად გაემგზავრა, რაც არის ასევე სიცრუე, ვინაიდან დაშავებულ სამართალდამცველს აქვს დაზიანებული შუბლის ძვალი და აღენიშნება ქალაშიდა ჰემატომა, რის გამოც ორშაბათს მას თურქეთში, კერძოდ სტამბოლში ჩაუტარდება რიგით მე-3 ოპერაცია. ხოლო, მეორე სამართალდამცველს აქვს თვალის გუგის ტრავმული დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მისი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, გადაყვანილია თურქეთის რესპუბლიკაში, „აჯიბადემის“ ჰოსპიტალში.

 

 

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ, იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ ყოფს მოქალაქეებს მომიტინგეებად, პოლიციელებად და პოლიტიკოსებად. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია, რისთვისაც ძალისმხევას არ დავიშურებთ,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი