ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობა იუსტიციის სამინისტროს სერვისებს სწრაფად და კომფორტულ გარემოში მიიღებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ორი ახალი ტერიტორიული სამსახური ამოქმედდა.
მათივე ინფორმაციით, მომსახურების ოფისები იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები შიო ხეცურიანი და პაპუნა უგრეხელიძე. მომსახურების ოფისები თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით აღიჭურვა; მოწესრიგდა როგორც მომხმარებელთა მომსახურების დარბაზი, ისე ინფრასტრუქტურა, გათბობისა და ვენტილაციის სისტემა; მთლიანად განახლდა შენობის ექსტერიერი და ინტერიერი.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, განახლებულ ოფისებში დანერგილია ყველა ელექტრონული პროგრამა, რაც სარეგისტრაციო სამსახურში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს 200-ზე მეტი სერვისით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს.
რეაბილიტირებული ტერიტორიული ოფისები ნინოწმინდაში − პუშკინის ქ. №43-ში, ასპინძაში კი ვარძიის ქ. №117-შია განთავსებული. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. საჯარო მომსახურება საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში ხელმისაწვდომი რომ იყოს, იუსტიციის სამინისტრო რამდენიმე პროექტს ახორციელებს. დიდ ქალაქებში უკვე ფუნქციონირებს ან დაგეგმილია იუსტიციის სახლების მშენებლობა, რაიონული ცენტრებისაგან დაშორებულ დაბებსა და სოფლებში კი სერვისების მიღება საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი. ხორციელდება ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი − იმ სოფლებში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები არ ფუნქციონირებს, სერვისების მიღება "ლიბერთი ექსპრესის" მანქანების საშუალებითაა შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.