„ფრთხილად ახალგაზრდებო, არ მოექცეთ „ვამპირი მიშას“ გავლენის ქვეშ!“ - მოსაზრება
30-06-2019, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


სააკშვილს მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ მისი მმართველობის პერიოდში დაიბადა და ჩამოყალიბდა - „მიშას თაობა!“ სამწუხაროდ, 7 წლის მანძილზე „ქ/ოცნების“ ახალგაზრდული პოლიტიკის არარსებობის გამო, სააკაშვილმა და მისმა „ნაცმოძრაობამ“ შეძლო თავისი გავლენა შეენარჩუნებინა და გაეღრმავებინა ქართველი ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილზე, რაც აშკარად ჩანს ამ დღეებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე!..

 

 

დიახ, სააკაშვილს უნდა, რომ მისი პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული დღემდე, მთელი თაობა იწოდებოდეს - „მიშას თაობად!“ „მიშას დროს“- მას სურს, რომ ამ სიტყვებს ქართველი ახალგაზრდები „სიამაყით წარმოსთქვამდნენ!“.. მაგრამ, არის „ერთი მაგრამ“, ის, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს „მიშას სიკეთეებს“ და მუდამ ემახსოვრება:

 


ა) „მიშას ცოცხები, ციხეებში!“

 


ბ) „მიშას დროს“, ქუჩაში მოკლული ბიჭები!

 


გ) „მიშას მიერ შეწყალებული“ მკვლელები (სანდრო გირგვლიანის)!

 


დ) „მიშას მიერ დარბეული და მოწამლული“ თბილისი, - 2007 წლის 7 ნოემბერს!

 


ე) „მიშას სპეცნაზი“, რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებს უმიზეზოდ უსწორდებოდა, 2009 წლის მაის-ივნისში!

 


ვ) „მიშას აღლუმი“ სისხლით მორწყულ რუსთაველზე, - დაღუპულების ცხედრებზე, 2011 წლის 26 მაისს!

 


ზ) „მიშას ფორთხვა მიწაზე“, ქ. გორში, 2008 წლის აგვისტოს დღენახევარში წაგებულ ომში!

 


თ) „მიშას გაუკრაინელება“, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა და ამის სანაცვლოდ, უკრაინის სახელმწიფო სამსახურში ჩინოვნიკად მუშაობაზე თანხმობა!

 


P.S. და კიდევ, არაერთი სამარცხვინო საქციელი, რომლითაც ავანტიურისტი, პროვოკატორი, ქოსატყუილა სააკაშვილი შევიდა ისტორიაში და საუბედუროდ, იგი დღესაც აგრძელებს ბოროტი განზრახვებით მოქმედებას, რაც დესტაბილიზაციას გამოიწვევს საქართველოში! ამიტომ, ვაფრთხილებ ქართველ ახალგაზრდებს, ფრთხილად, არ მოექცეთ პოლიტიკური შულერის და ჰიპნოზიორის, - „ვამპირი მიშას“ გავლენის ქვეშ!!!

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი