დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის მიწაზე ფეხი დაადგა
30-06-2019, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორი კორეის გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. ტრამპი ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ფეხი ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დაადგა. 

 


აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი პრეზიდენტი ტრამპი იყო. ჩრდილოეთ კორეამ მის ამ ინიციატივას „ძალიან საინტერესო“ უწოდა.

 


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჟე ინმა განაცხადა, რომ ტრამპი და კიმი „ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ მშვიდობისთვის“. მოელიან, რომ ლიდერების შეხვედრა ბირთვული პროგრამის ჩიხში შესულ მოლაპარაკებებს ახალ იმპულსს მისცემს.

 


სეულში გამართულ პრესკონფრენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მან და კიმმა „ძალიან კარგი ურთიერთობები განავითარეს“ და იგი მოუთმენლად ელოდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრას, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში რიგით მესამეა.

 


„ეს იქნება ძალიან ხანმოკლე შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომ ხელის ჩამორთმევა, მაგრამ ეგ ნორმალურია. ხელის ჩამორთმევა ბევრს ნიშნავს“, თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ეს დაგეგმილი არ ყოფილა, უბრალოდ სამხრეთ კორეაში ჩასვლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ რახან აქ იმყოფებოდა, სალამი ეთქვა კიმისთვის: „სალამი, მე აქ ვარ და მოდი ვნახოთ, შემიძლია თუ არა ვთქვა გამარჯობა“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი