საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის ამომრჩევლებს მიმართავს და საყვედურობს, რომ მის ნაცვლად მათ აირჩიეს ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც „მოგჭრათ თავი მთელ მსოფლიოში და შეგაწერათ მილიონიანი ბიზნესები“.
„დუშელ-თიანელ-ყაზბეგელო ამომრჩევლებო, მე იქ გყავდით ასარჩევი და თქვენ ჩემს ნაცვლად ზაქარია ქუცნაშვილი ამოირჩიეთ მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა ფული და ივანიშვილ-ოცნება უჭერდა მხარს. ხომ მოგჭრათ თავი მთელ მსოფლიოში და ხომ შეგაწერათ მილიონიანი ბიზნესები - ლარსი ჰესიდან დაწყებული რესტორან ერწოს მადლითა და ასეულობით ათასი ჰექტარი მიწებითა თუ თბილისში მთელი პრესტიჟული ქუჩების მიტაცებით. ორი ვადით ვიყავი თქვენი მაჟორიტარი და ერთი ბიზნესი, ერთი მეტრი მიწა, ტყე, ჭალა, ერთი ხე და ერთი ბალახი არ ამიღია და ჩემსკენ არ გადმომიდია, გადაგარჩინეთ მხედრიონ-გვარდიის თარეშს, არ გავაყიდინე ბაზალეთის ტბა ყაჩაღ გუბერნატორ ბუჩუკურს ფეთხულა გიულენის თურქულ უნივერსიტეტზე. თქვენ მაინც ვერაფერი დაგანახეთ, სამაგიეროდ აი ესაა ჩემი სიმდიდრე. მირჩევნია თქვენგან დამარცხებული ვიყო და დავრჩე ზნეობრივად, ვიდრე გამამარჯვებინოთ და გამოვიდე ქუცნაშვილი. ისე მე მრცხვენია თქვენს მაგივრად, ჯიგარი მაინც ვინ და რამ ამოგაცალათ, ჯიგარი“, წერს ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.