ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში მოსახლეობის რეგისტრაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიამ სპეციალური პავილიონი განათავსა
01-07-2019, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საათობრივი პარკირება კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. ამ მიზნით, მოსახლეობამ ვებგვერდზე - www.parking.tbilisi.gov.ge მათთვის სასურველი ავტომობილები უნდა მიუთითოს, რაშიც მათ კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური პავილიონი მოემსახურება.

 

 

 

ფასიანი პარკირებები 3 -A, B და C ზონებად შეიძლება დაიყოს. პარკირების საფასური A ზონაში საათში 1 ლარს შეადგენს, B ზონაში - 2 ლარს, ხოლო C ზონაში - 3 ლარს.

 

 

გასათვალისწინებელია, რომ ფასიანი პარკირების ზონაში ავტომანქანის გაჩერება უფასო იქნება შემდეგი კატეგორიებისთვის:

 

• 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებთათვის;

 

• ელექტრომობილების მფლობელებისთვის;

 

• შშმ პირის საცნობი ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის;

 

• ტაქსებისთვის განსაზღვრულ ადგილებში ნებართვის მქონე ტაქსებისთვის;

 

 

თბილისის მერიამ, ფასიანი პარკირების შემოღებამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო. „მანის“ მარკის ახალი, მწვანე ფერის ავტობუსების დიდი ნაწილი ძველი თბილისის, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩების მიმართულებით მოძრავ მარშრუტებზე გადანაწილდა.

 

 

ლესელიძის ქუჩაზე უკვე მოძრაობენ N50, N55 და N71 მწვანე ავტობუსები. მათთვის უშუალოდ ლესელიძის ქუჩაზე სამი გაჩერება მოეწყო, ასევე გაჩერება განისაზღვრა თავისუფლების მოედანზე, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედაც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი