დღეიდან, თბილისის მეტროპოლიტენი 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის, თამაზ რობაქიძის განცხადებით, მეტროში ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა და კაბელების ჩანაცვლებაა საჭირო.
მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტი თბილისის მეტროში ჯერ არ განხორციელებულა.
"2019 წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე თბილისის მეტრო იმუშავებს 06:00-დან 23:00 საათამდე. აღნიშნული პროექტი არის ძალიან მასშტაბური და ძალიან მნიშვნელოვანი თბილისის მეტროს უსაფრთხოებისთვის. პროექტის ფარგლებში მოხდება 650 კმ. ელექტროსადენის გამოცვლა, ასევე მთლიანად იცვლება სავენტილაციო სისტემა. მსგავსი პროექტი თბილისის მეტროში არ განხორციელებულა", – განაცხადა თამაზ რობაქიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.