სოზარ სუბარის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი არა მხოლოდ უნდა გადამდგარიყო, არამედ უფრო მკაცრი სასჯელიც უნდა მოგვეთხოვა, მას რომ კონსტიტუცია და კანონი არ დაეცვა და დაეშვა მელიას და პოლიტიკოსების ხელმძღვანელობით შტურმი პარლამენტზე
01-07-2019, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი არა მხოლოდ უნდა გადამდგარიყო, არამედ უფრო მკაცრი სასჯელიც უნდა მოგვეთხოვა, მას რომ კონსტიტუცია და კანონი არ დაეცვა და დაეშვა „მელიას და პოლიტიკოსების ხელმძღვანელობით ადამიანების შტურმი პარლამენტზე. მან ეს არ გააკეთა, აღკვეთა და მას ამისთვის მადლობა ეკუთვნის“, განაცხადა სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში.

 


სოზარ სუბარმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ არ უნდა გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან.

 


მისი თქმით, მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს თუ იქნება სისტემური გადაცდომები: „დარღვევა ხდება ყველგან - მიტინგის დარბევის დროსაც, ერთი ჩვეულებრივი ოპერაციის დროს, დაკავებულის ცემა - ამ დროს პასუხს აგებს ის კონკრეტული ადამიანი, მაგრამ როდესაც ლაპარაკია სისტემურ დანაშაულზე, სისტემურ გადაცდომაზე, სისტემის შექმნაზე რომელიც სჩადის დანაშაულს, ამ შემთხვევაში უკვე პასუხისმგებელი ხდება არა მხოლოდ მინისტრი, არამედ მთელი ხელისუფლებაც. როგორც მოხდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შემთხვევაში“, განაცხადა სოზარ სუბარმა.

 


სუბარს საფრანგეთში მიმდინარე „ყვითელჟილეტიანების“ საპროტესტო აქციები მოჰყავს მაგალითად, სადაც რამდენიმეთვიანი აქციების დროს ასობით ადამიანი დაშავდა, იყო ფატალური შემთხვევაც: „და ჯერ არავის დაუსვამს არც ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი, არც მინისტრის. იმიტომ რომ ისინი მოქმედებენ იმ ძალაუფლების ფარგლებში რაც მათ კანონმა და ფრანგმა ხალხმა მიანიჭა“, განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

რაც შეეხება 20 ივნისის აქციის დაშლის შედარებას 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციებთან, სუბარი ამბობს:

 


„მე არ ვამბობ, რომ მაშინ ხელისუფლებას 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით არ ჰქონდა ლეგიტიმური უფლება, რომ გაეწმინდა ტერიტორია იმიტომ რომ მეორე დღეს იქ აღლუმი უნდა გამართულიყო. მაგრამ როდესაც ალყა შემოარტყეს ადამიანებს და არ მისცეს გაქცევის საშუალება, ეს იყო კანონის აბსოლუტური დარღვევა, ამის მიზანი იყო ადამიანების დასჯა და არა აღლუმისთვის ადგილის გასუფთავება. იქ ვნახეთ ხელ-ფეხ შეკრული ადამიანები ტალახში იწვნენ პირქვე და პოლიციელები ხელკეტებს ურტყამდნენ ან ფეხით სდგებოდნენ ზედ. ვნახეთ ორი ადამიანი რომელიც მოკვდა და შემოდეს მაღაზიის თავზე. ეს იყო უკვე კანონის დარღვევა და ეს იყო უკვე სისტემური დანაშაული.

 


სისტემური დანაშაული იყო ის რაც მოხდა 7 ნოემბერს - ამ შენობაში (ტვ იმედი) შემოჭრა იყო ერთ-ერთი მიზანი. სისტემური დანაშაული იყო ის რაც 7 ნოემბერს უძღოდა წინ, როდესაც 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ გუბერნატორები, ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია და პირდაპირ დაგეგმეს როგორ მოეტაცათ, ნარკოტიკი ჩაედოთ, ეცემათ მიტინგის მონაწილეები. აი ეს იყო სისტემური დანაშაული. ამიტომ აქ შედარებების გაკეთება არ შეიძლება. 7 ნოემბრის და 26 მაისის აქცია აბსოლუტურად კანონიერი იყო, ოღონდ იმ განსხვავებით რომ 7 ნოემბერს ძალის გამოყენების პირველი წამიდან იყო უკანონო, არალეგიტიმური. 26 მაისს რომ არ მომხდარიყო ალყაში მოქცევა და სასტიკი მოპყრობა არ ყოფილიყო სპეცრაზმელების მხრიდან, ეს იქნებოდა კანონიერი“, განაცხადა სოზარ სუბარმა, როგორც ამას „იმედინიუსი“ იტყობინება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი