„ქართული ოცნების“ მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით დანულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარების ინიციატივის გახმოვანების შემდეგ, პარტია ამ წუთებში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას მართავს.
დამსწრე საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივას ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე აცნობენ.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს მიერ გამართულ პრეზენტაციაზე პოლიტიკური პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსისა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.