წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებულ წევრად გახდომის ფაქტს დადებითად აფასებს.
„გილოცავთ, „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ბალნეო პოტენციალის და სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის. UNWTO წყალტუბოს თერმული წყლების და მომსახურების სფეროს პოპულარიზაციისთვის და მყარი პოზიციონირებისთვის ძალიან დიდ სივრცეს გვიქმნის. უდავოდ, წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი კურორტის ევროპული განვითარების გზაზე“, აცხადებს ცოტნე ზურაბიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.