წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი „ბალნეოკურორტი წყალტუბო“-ს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებულ წევრად გახდომას აფასებს, როგორც ახალ გამოწვევას წყალტუბოს უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის თვალსაზრისით.
„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა. გილოცავთ, ეს უმიშვნელოვანესი ნაბიჯია კურორტის განვითარების, პოპულარიზაციისა და სიცოცხლისუნარიანობის თვალსაზრისით. ეს არის ახალი გამოწვევა, ახალი შესაძლებლობა წყალტუბოს როგორც უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის.
მჯერა, რომ ეს იქნება ევროპულ თერმულ კურორტად ჩამოყალიბების, ბევრი ტურისტისა და დამსვენებლის მოზიდვის რეალური შესაძლებლობა“, აცხადებს გრიგოლ იოსელიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.