ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს თანამდებობიდან წასვლა თავად შესთავაზა.
მან, საქარველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტი და მისი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მისვლა და შემდგომ განვითარებული პროცესები შეაფასა.
„ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა და საბოლოო პასუხისმგებლობა მიდის პარლამენტის თავმჯდომარემდე. ზუსტად ამის გათვალისწინებით მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც კითხვა დაისვა, რომ ჩემს გადადგომას ითხოვდნენ კონკრეტული პარტია, ამაზე გავაკეთე რეაქცია. ვიყავი სხვა ქვეყანაში და ასეთი ტიპის გადწყვეტილების მიღება სხვა ქვეყანაში სწორი არ არის.
რაც შეეხება ფოტოს გადაღებას, იყო სიტუაცია, როდესაც თითოეული ჩვენგანი იყო მიღებაზე, რომელიც გაიმართა. როდესაც დგახარ ერთ ადგილას და ამ დროს მოდის კონკრეტული, რომელიც არის ჩამოსული, ვინც არ უნდა იყოს ის, ბუნებრივია, ადგილიდან ვერ გაიქცევი. ესეც იყო სამწუხაროდ ისეთივე პროვოკაცია როგორც მეორე დღეს. ჩვენ გვქონდა ამ პროვოკაციებზე საუბარი - სხვათა შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გვქონდა იმ რისკებზე საუბარი, რომელიც იყო დაკავშირებული ასამბლეის ჩატარებასთან საქართველოში. მთავარი რისკფაქტორი იყო ის, რომ ასამბლეის პრეზიდენტი იყო რუსი დეპუტატი. ეს რისკები გვქონდა აწონილ-დაწონილი და შესაბამისი ზომებიც მივიღეთ, თუმცა რისკებისკან თავის დაზღვევა 100 პროცენტით შეუძლებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.