სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
სოფელ ქრისტესში და ხირხონისში მიმდინარეობს თავშეყრის ადგილის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შემსრულებელი: ი/მ თეიმურაზ სხიერელი.
სოფელ ზუდალში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
შემსრულებელი: ი/მ ჯულიეტა გრძელიშვილი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა.
სამუშაოების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.