ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „აბსოლუტურად გულწრფელმა და სამართლიანმა პროტესტმა შემდგომში აბსოლუტურად ისტერიული სახე და არცთუ მისაღები ფორმა მიიღო“
01-07-2019, 19:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ 20 ივნისს საზოგადოების და სტუდენტების აბსოლუტურად გულწრფელმა და სამართლიანმა პროტესტმა, შემდგომში „აბსოლუტურად ისტერიული სახე და არცთუ მისაღები ფორმა მიიღო“.

 


ბურჯანაძე ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ კრიზისის წარმოშობისას „კობახიძე რომ მაინც თავის დროზე გადაეყენებინა ხელისუფლებას, ქვეყანაც და საზოგადოებაც აცდებოდა ტრაგიკულ მოვლენებს“.

 


„ხელისუფლებაზეა ლომის წილი პასუხისმგებლობის ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამჯერად მაინც ეს ალიყური საკმარისი იქნება ხელისუფლების იმ დოზით გამოსაფხიზლებლად, რომ კიდევ კატასტროფული შეცდომები არ დაუშვან.

 


ეს ზოგადად არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ძალიან ბევრმა ფაქტორმა განაპირობა და ხელისუფლებას რომ გონიერება ჰყოფნოდა და პროპორციულ სისტემაზე თავის დროზე გადასულიყო ან როცა გამწვავდა ვითარება, ჰყოფნოდა გონიერება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის შეკრება არ ჩაეშალა და ნორმალურად ჩაეტარებინა ან საერთოდ არ ჩაეტარებინა საქართველოში, ეს რომ გაეთვალა ხელისუფლებას - ამაზე აღარაფერს ვლაპარკობ, მაგრამ როცა კრიზისი წარმოიშვა უკვე, კობახიძე რომ მაინც თავის დროზე გადაეყენებინა ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ქვეყანაც და საზოგადოებაც ავცდებოდით იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც განვითარდა და მართლა ძალიან ტრაგიკულია ის, რაც ჩვენ დავინახეთ, როცა ადამიანები ასე მძიმედ დაშავდნენ.

 


საზოგადოების და სტუდენტების დიდი დამსახურება არის ის, რომ პროპორციული სისტემა იქნა მიღწეული, ეს მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, რომ სამწუხაროა, რომ ამ პროტესტმა, რომელიც თავიდან აბსოლუტურად გულწრფელი და აბსოლუტურად სამართლიანი იყო და მე თავიდანვე დავუჭირე მხარი ამ პროტესტს, მერე აბსოლუტურად ისტერიული სახე მიიღო და არცთუ მისაღები ფორმა“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი