შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ კადრებზე განმარტებას აკეთებს. საპოლიციო უწყებაში აცხადებენ, რომ ვიდეომასალაში აღწერილია ნიკოლაძის ქუჩაზე, ავტოფარეხის სახურავზე ერთ-ერთი კაცის დაკავება, რომელიც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა.
უწყების განცხადებით მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე კაცის არა ავტოფარეხიდან გადაგდება, არამედ სამართალდამცველის მიერ ქვემოთ მდგომი პოლიციელებისათვის გადაცემაა.
განცხადების თანახმად, აღნიშნული მოქალაქე მელიქიშვილის გამზირზე ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის მანქანის მტვრევის ეპიზოდში მონაწილეობდა.
ის ათასლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.