პარლამენტის თავმჯდომარემ 20 ივნისს დაშავებული მოქალაქეები მოინახულა
01-07-2019, 19:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაშავებულმა მოქალაქეებმა საქართველოს და საზღვარგარეთის კლინიკებში მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება მიიღონ, ასევე, მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ მათ ოჯახებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 


არჩილ თალაკვაძე რეგიონულ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც დაშავებულ მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მკურნალი ექიმებისგან ინფორმაცია მოისმინა.

 


„ახლა ჩვენ და მთელ საზოგადოებას გვაერთიანებს ერთადერთი, რომ რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს მათი გამოჯანმრთელება და რეაბილიტაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ექიმებს და ექთნებს თავდადებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის. მათ სწრაფად შეძლეს კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი დაშავებული თანამოქალაქეები მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს და საზღვარგარეთის კლინიკებში მათ მიიღონ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ასევე, ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ მათ ოჯახებსაც“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი