საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავის პრინციპებს არაერთხელ უღალატა.
ვოლსკის თქმით, ბერძენიშვილი გუშინ "ნაციონალურ მოძრაობას" ებრძოდა, დღეს კი მის სატელიტად იქცა.
„დავით ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავის პრინციპებს არაერთხელ უღალატა. არის გარკვეული მოსაზრებების მქონე პოლიტიკოსი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს. ვერ გადავაფიქრებინებთ, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ "ნაციონალურ მოძრაობას" ებრძოდა, დღეს მის სატელიტად იქცა. ამ ფაქტს ვერ წაუვალთ, როგორც იმას, რომ იმ ტერმინებით საუბრობს, როგორც მისი ახალი თუ ძველი მოკავშირე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.