"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვამ ამ სფეროში ყველაფერი არია. ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მდგომარეობის გამოსწორების გეგმა არ აქვს.
"ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა ვერ გადაჭრა, იქიდანაც ჩანს, რომ პრაქტიკულად ამოიწურა პროგრამის "რეფერალური მომსახურება" (კოდი 35 03 03 09) 15 მლნ ლარიანი წლიური ბიუჯეტი. არადა ჯერ მხოლოდ 12 აგვისტოა. ამ პროგრამას სამინისტრო მოქალაქეთა პირდაპირი მიმართვის საფუძველზე განკარგავს. გაძვირებული მედიკამენტისა და მკურნალობის ხარჯის დაფარვა იმდენად ბევრ ადამიანს უჭირს, რომ სამინისტრომ 13.7 მლნ ლარი უკვე დახარჯა და ბიუჯეტის ეს მუხლიც გასაზრდელი აქვს.
7 თვეში ამოიწურა სხვა პროგრამის 9 თვის ფინანსებიც. ესაა "სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება" (35 03 03 07). მიზეზი მარტივია, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ რაიონული საავადმყოფოების დატვირთვა ჰოსპიტალურ ნაწილში მკვეთრად შეამცირა (საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის 2/3 თბილისში იხარჯება), ამ საავადმყოფოებში სამედიცინო სერვისების რაიოდენობამაც იკლო. ამიტომ სულ უფრო მეტი პაციენტი ხდება გადასაყვანი თბილისში, ქუთაისსა და კიდევ 2-3 ქალაქში.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მთელი სისტემა არია, მდგომარეობის გამოსწორების გეგმა კი, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს", -განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.