„თბილსერვისჯგუფმა“ დასუფთავებისთვის ახალი ტექნიკა შეისყიდა
02-07-2019, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას და მედიას დასუფთავებისთვის განკუთვნილი ახალი ტექნიკა წარუდგინა, რომლითაც „თბილსერვისჯგუფი“ დედაქალაქს მოემსახურება.


კახა კალაძის განცხადებით, 25 ერთეული ახალი ტექნიკიდან 22 ნაგავმზიდია, რომელიც მოძველებულ, მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.

 

„დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ ახალი ტექნიკა, რომელიც ჩვენ ქალაქისთვის შევიძინეთ. 25 ერთეულიდან 22 ნარჩენების მზიდია, ორი თოვლის საწმენდი, ხოლო ერთი გზის დასახაზი.

 

დაახლოებით 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თბილისისთვის საკმარისი არ არის. სამასი ერთეული ტექნიკა ემსახურება დედაქალაქს და ბევრია ამორტიზირებული. ჩვენ დაწყებული გვაქვს ჩანაცვლება ახალი მანქანებით, რათა ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული, ნარჩენების თვალსაზრისით არ გვქონდეს პრობლემები. მომავალი წლის განმავლობაში ვაპირებთ კიდევ ტექნიკის შესყიდვას, რათა ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული და გამართული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძე, "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი ლევან ჯღარკავა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი