მადლობა, ფეხბურთის აზერბაიჯანელ გულშემატკივრებს, რომ ასეთი სახით გამოხატეს საკუთარი პატივისცემა დიდი ქართველი ფეხბურთელების მიმართ და შეგვახსენეს ქართველებს, თუ რა უმაღლესი დონის ფეხბურთელების პატრონები ვართ (ვიყავით!)! ქართული ფეხბურთის მკვდრეთით აღორძინებისათვის, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ ქართული ფეხბურთის მესვეურები და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ერთობლივად შეიმუშავებენ ღონისძიებათა პაკეტს, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას და საბავშვო ფეხბურთის განვითარებას. აი, თუნდაც ასეთი მაისურების და სხვადასხვა ატრიბუტიკის წარმოებას (მაღალი ხარისხის!), რომლებზეც გამოსახული იქნებიან საფეხბურთო სამყაროში ცნობილი ქართული ფეხბურთის ლეგენდები: ბორის პაიჭაძე, ბასა ღოღობერიძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, შოთა იამანიძე, გიორგი სიჭინავა, მურთაზ ხურცილავა, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, დავით ყიფიანი, ვოვა გუცაევი, ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, კახა კალაძე და სხვა. დიახ, ასეთ მაისურებში ჩვენს პატარა ფეხბურთელებს მეტი მოტივაცია ექნებათ და ძალაც შეემატებათ, რათა დიდი ფეხბურთი ითამაშონ ქართული ფეხბურთის და დიდი ქართველი ფეხბურთელების სასახელოდ! აგრეთვე, საქართველოს ნაკრების თამაშებზე ქართველი ქომაგები შეიმოსებიან ასეთ მაისურებში, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ საქართველო საფეხბურთო და დიდი ფეხბურთელების ქვეყანაა, რომელსაც არამარტო მასპინძლობა შეუძლია მსოფლიო დონის საკლუბო და სანაკრებო გუნდების, არამედ მათი დამარცხებაც!!!
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.