კახა კალაძე: „ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთო? ეს ასე არ ხდება“
02-07-2019, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთო? ეს ასე არ ხდება“, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დასუფთავების ახალი ტექნიკის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან გააკეთა.

 


ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ არ გააფრთხილა მერიამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, კალაძემ ასე უპასუხა:

 

 

„თუ ხდება პოლიციის მხრიდან მოწოდება და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაიშალოს კონკრეტული აქცია, თუ მიტინგი, რა თქმა უნდა მიდის წარმომადგენელი და აფრთხილებს რომ ეს ასე ხდება და დაიშალეთ, მაგრამ ჩვენ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვქონდა, ეს იყო სპონტანური აქცია. ადამიანებმა გამოხატეს თავიანთი გულწრფელი პროტესტი, რასაც დილიდან დაწყებული ჩვენც ვუერთდებოდით, მეც, ჩემს თანაგუნდელებსაც, არავის მოეწონა ის, რომ პირველი, გავრილოვი პარლამენტში აღმოჩნდა და მეორე, დაიკავა სპიკერის სავარძელი. ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო და ჩემი ძალიან ახლო მეგობრებიც აპროტესტებდნენ ამას და იქ იყვნენ, მაგრამ ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთო? ეს არ ხდება ასე. ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა, თუმცა, ამის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ განცხადება, ბრიფინგი რომელიც მე ჩავატარე პარტიაში, სადაც გაფრთხილება და მოწოდება იყო, რომ შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე, სიწყნარე, თორემ ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი