წყნეთში, ასევე, ნუცუბიძის V და II მიკრორაიონებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთან არსებულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება საპარკე ინფრასტრუქტურა - ურბანული ავეჯი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, მათ შორის ე.წ. „ზიპ ლაინი“, მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები.
წყნეთში, „გ ზონაში“ და ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N3-N4 კორპუსებთან, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დასასვენებელი სივრცეები გამწვანდება, მოეწყობა საბავშვო მოედანი და დამონტაჟდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე წელს სულ 20 დასასვენებელი სივრცის განახლება და მოწყობაა დაგეგმილი, მათი ნაწილი უკვე განხორციელებულია. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიები - „ინტერტექნოლოგი“ და „ემემი“ ასრულებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.