დედაქალაქის მერიის კონტრაქტორი „სპექტრუმ კონსალტინგი“, საპატრულო პოლიციის ხელშეწყობით, 3 ივლისს, ჭავჭავაძის გამზირთან დამაკავშირებელ ქუჩებზე მძღოლების მოკლე გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვა შედგება შემთხვევითი შერჩევის ფორმით, 10:00-დან 11:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე.
გამოკითხვის მიზანია სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა, რაც ძირითადად გადაადგილების დაწყებისა და დასრულების წერტილების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას ითვალისწინებს.
მიღებული ინფორმაცია ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო სქემის თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარებისთვის იქნება გამოყენებული.
დედაქალაქისათვის უმნიშვნელოვანეს არტერიებზე, მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირსა და ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლების მოწყობის რეკომენდაცია თბილისის მერიას კომპანია „სისტრამ“ მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.