საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე - გოთუა ქუჩის N18-ში, კანდელაკის ქუჩის N8ა-ში, ტაშკენტის ქუჩის N18-სა და პეკინის გამზირის N33-ში, კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა.
მოედნები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
„მიმდინარე წელს, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოვაწყვეთ ახალი კომბინირებული სპორტული მოედნები, ასევე განხორციელდა ძველი მოედნების რეაბილიტაცია. ამჯერად კალათბურთის მოედნები განახლდა. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სპორტული ცხოვრების წესს და მათ ფიზიკურ აქტივობას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, მოედნებზე პოლიპროპილენის საფარი დაიგო, განახლდა ლითონის მავთულბადეები და განთავსდა შესაბამისი ინვენტარი.
სამუშაოები, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია "დოკასპორტმა" შეასრულა, ბიუჯეტიდან 100 000 ლარით დაფინანსდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.