რომან გოცირიძე საქართველოში ხელისუფლების შეცვლის უმთავრეს წინაპირობად ბლოკების არსებობას მიიჩნევს
02-07-2019, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძე საქართველოში ხელისუფლების შეცვლის უმთავრეს წინაპირობად ბლოკების არსებობას მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქართველოში არასდროს შეცვლილა ხელისუფლება ბლოკების გარეშე.

 

 

„ნაციონალური მოძრაობა" იყო დიდი ბლოკი, რომელმაც დაამარცხა „მოქალაქეთა კავშირი“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა ძალიან დიდმა პოლიტიკურმა ბლოკმა, რომელსაც ერქვა „ქართული ოცნება", რომელიც შემდეგ ისე დაიშალა, რომ იმ ბლოკის ნამსხვრევებიც კი არ არის დღეს", – განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ ხელისუფლებას პარტიების დაქუცმაცება და მოსყიდვა სურს.

 

 

„ხელისუფლებას უნდა, რომ ამ საარჩევნო წესით დააქუცმაცოს პარტიები, ყველა გავიდეს ცალ-ცალკე და შემდეგ ყველა ცალ-ცალკე დააშინოს ან ევაჭროს და ა.შ. ასე რომ, ბლოკების აკრძალვა პირდაპირ ნიშნავს „ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური ძალების გაერთიანების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც არის ძალიან ცუდი. რა ურჩევნია უმრავლესობას კონსოლიდირებული, დიდი, ძლიერი ბლოკი, რომელიც პარლამენტში გაიყვანს 50 პროცენტზე მეტს, თუ პატარ-პატარა პარტიები, რომელსაც ჰყავს პარლამენტში თითო წარმომადგენელი", – განაცხადა გოცირიძემ და 0.67 პროცენტიანი ბარიერის გამოწვეულ ილუზიებზე გააკეთა აქცენტი. 

 

 

„პარტიებში იწვევს ილუზიებს, რომ 0.67 პროცენტიანი ბარიერი არის მარტივი გადასალახი. ძალიან ბევრი სთავაზობს, რომ აგერ ვარ და მიყიდეთ. როგორც წესი, საქართველოში იყიდებიან პატარ-პატარა პარტიები, ამიტომ დიდი ბლოკი ყოველთვის ნიშნავს სტაბილურობასა და გაერთიანებული ძალებით ხელისუფლების შეცვლის შანსს”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი