ჩინეთი ჰონგკონგელ დემონსტრანტებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს
02-07-2019, 17:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთმა დემონსტრანტები, რომლებმაც ჰონგ-კონგის პარლამენტის შენობაში შეჭრა ვანდალიზმით სცადეს, „არაკანონიერი ქმედებებში“ დაადანაშაულა.

 

 

აქტივისტთა ჯგუფმა, რომელიც ათასამდე ადამიანისგან შედგებოდა, რამდენიმე საათით პარლამენტი ალყაში მოაქციეს და შენობის ფასადი დააზიანეს. 

 

 

ჰონგ-კონგში პარლამენტის შენობის ცენტრალურ პალატაში შეჭრილი პროტესტანტები პოლიციამ შენობიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გააძევა. დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ათეულობით მათგანმა საკანონმდებლო საბჭოს მინები ჩაამსხვრია.

 


არეულობები ჰონგ-კონგში ასეულობით ათასი ადამიანის მიერ სადავო ექტრადიციის კანონთან დაკავშირებით გამოხატულ მშვიდობიან პროეტსტს მოჰყვა.

 


ორშაბათს, გვიან ღამით, პოლიციამ გააფრთხილა პროტესტანტები, რომ უნდა გაეთავისუფლებინათ შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში „სათანადო ძალას“ გამოიყენებდნენ.

 


როგორც BBC იუწყება, შუაღამის დადგომამდე დემონსტრანტების უმეტესობამ დატოვა შენობა, თუმცა ათეულობით პროტესტანტი, პრესის წარმომადგენლებთან ერთად ცენტრალურ პალატაში ისევ რჩებოდა. პოლიციამ სწორედ ისინი განდევნა შენობიდან.

 


ორშაბათისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციები იყო დაგეგმილი, რაც ჰონგ-კონგის ბრიტანეთიდან ჩინეთისთვის გადაცემის 22-ე წლისთავს უკავშირდებოდა.

 


ჰონგ-კონგი „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ შეთანხმებით სარგებლობს, რაც მისი ავტონომიის დონის გარანტიას იძლევა. მართვის სადავეების გადაცემის აღსანიშნავი პრო-დემოკრატიული ღონისძიებები ყოველს წელს ტარდება, თუმცა მიმდინარე წლის წლიურ ღონისძიებას წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი ქუჩის პროტესტი, რომელშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობდა და რომელიც დაგეგმილი ექსტრადიციის კანონპროექტის შეჩერებას ითხოვდა.

 


დემონსტრანტებმა აიძულეს მთავრობა ბოდიში მოეხადა და შეეჩერებინა დაგეგმილი კანონპროექტის მიღება. მიუხედავად ამისა, ბევრი პროტესტანტი ამით არ დაკმაყოფილდა და უკან არ დახევას მანამ არ აპირებს, ვიდრე კანონპროექტი მთლიანად არ იქნება გაუქმებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი