საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორის ველის ინფრასტრუქტურის განახლების და სათანადო პროექტირების დაწყების ინიციატივით გამოდის.
ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი დავალება ინფრასტრუქტურის მინისტრს, ნოდარ ჯავახიშვილს მისცა. პრემიერი ასევე მიმართავს განათლების მინისტრს, დაევალოს სკოლის დირექტორებს, მოსწავლეების დიდგორის ველზე ჩამოყვანა და მისი ჩვენება.
აღნიშნული ინიციატივების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"დიდგორობა ჩვენი საამაყო დღე და დღესასწაულია. ჩვენი ვალია, ყოველ წელს აქ მოვიდეს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მოსახლეობა და ეს დღე ვიზეიმოთ. მინდა ორი ინიციატივის შესახებ განგიცხადოთ: აქ განსაახლებელია ინფრასტრუქტურა, მინდა ნოდარ ჯავახიშვილს დავავალო, გუბერნატორს უკვე დავავალე, რომ დავიწყოთ პროექტირება. გვინდა, გაისად განახლებული მოედანი იყოს და ყველაფერი ისე მოეწყოს, როგორც ჩვენ დიდ მეფეს ეკადრება. კიდევ ერთი ინიციატივა არის ის, რომ მინდა განათლების მინისტრს მივცე დავალება, რომ ყოველწლიურად ყველა სკოლის დირექტორს დაევალოს, ბავშვების აქ ჩამოყვანა და დიდგორის ველის ჩვენება. ეს მნიშვნელოვანია მომავალი თაობების აღზრდისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.