მოკლულია სულ მცირე 40 და დაჭრილია 80 ადამიანი ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აღმოსავლეთ გარეუბანში მიგრანტების დაკავების ცენტრზე განხორციელებული საჰაერო დარტყმებისას, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით. დაღუპულთა უმეტესობა აფრიკელი მიგრანტები არიან.
ბოლო წლებში ლიბია ევროპაში გადასვლის მსურველი აფრიკელი მიგრანტებისთვის მთავარ გამტარ ქვეყანას წარმოადგენს.
ლიბიაში ძალადობა და არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის სათავეში ხანგრძლივად მყოფი ლიდერი მოამარ კადაფი 2011 წელს ხელისუფლებიდან განდევნეს და მოკლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.