გიორგი ვოლსკიმ დაასახელა ის პოლიტიკური პარტიები, ვისთანაც 2020 წლის პარლამენტში „ქართული ოცნება“ კოალიციაში არ შევა
03-07-2019, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დაასახელა ის პოლიტიკური ძალები თუ ვისთან არ შევა „ქართული ოცნება“ კოალიციაში 2020 წლის პარლამენტში. „ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეხვიდე კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – თქვა მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში - „თავისუფალი ხედვა“.

 


„ამაში ორივე ჯგუფს ვგულისხმობ. ასევე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ „პატრიოტთა ალიანსიც“ არ მესახება იმ პარტიად, ვისთანაც კოალიციაში შევალთ, რადგან რა ნიშის დაკავებასაც ეს პარტია ცდილობს, ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის. რუსეთთან დიალოგის ის ფორმატი, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ გვთავაზობს, პრაგმატული და ჩამოყალიბებული არ არის. ამ ჩვენს ოპონენტებს, გინდ აქეთა მხრიდან და გინდ მეორე მხრიდან, ერთი ძალიან ცუდი რამ ახასიათებთ – ოღონდ რაღაც ნიშა დაიკავონ, ოღონდ თავიანთი პოლიტიკური პროგრამა კეკლუცურად წარადგინონ და სხვა არაფერი უნდათ. კოალიციაში იმასთან შევალთ, ვისაც დავინახავთ, რომ აქვს სურვილი, სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული“, განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი