წყალტუბოში პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03-07-2019, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, სამდღიანი ტრენინგების სერია - „თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მოდელი“ დაიწყო.

 

თვითმმართველობის უფლებამოსილებების, მოქალაქეთა ჩართულობების მექანიზმების, თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების, ე.წ. CLLD მოდელის დანერგვის საკითხებზე პრეზენტაცია პაატა კლდიაშვილმა წარმოადგინა.

 

დისკუსიებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევით ცენტრთან - PMC (საქართველო) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALREG) თანამშრომლობით ახორციელებს.

 

ტრენინგებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართვეობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო რგოლის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჯგუფებისა და თემთა ლიდერებისთვის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ატარებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი