გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმერეთის მღვიმეებს სტუმრობდა. მინისტრმა ოკაცეს კანიონის ტურისტული მარშრუტი დაათვალიერა და ტურისტებს გაესაუბრა.
მინისტრმა ისაუბრა ახალი სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე, რაც საშუალებას მისცემს ოკაცეს კანიონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, გაუჩნდეთ დამატებითი შემოსავლის მიღების წყარო, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ოკაცეს კანიონში მოწყობილია კილომეტრამდე სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკი და გადასახედი პლატფორმა. აქვე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი და ინტერნეტ - კაფე. ეზოში მოეწყო ეკოსაგანმანათლებლო ამფითეატრი, გაკეთდა ქვით მოკირწყლული ბილიკები.
ოკაცეს კანიონის პროექტი 2014 წლის სექტემბერში დასრულდა და მისი ღირებულება 4 მილიონ 850 ათასი ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.