ძალიან ბევრი დიდგორის მონაწილე ვართ და ძალიან ბევრი დიდგორი გველოდება, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის თავდადება უნდა დავამტკიცოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ერთად დიდგორობის დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა.
"ძალიან ცოტაა ისეთი საკითხი საქართველოში, რაზეც არავინ დავობს. დიდგორი ერთ-ერთი ასეთია. დიდგორზეც დავობენ ისტორიკოსები, მაგრამ მის მნიშვნელობაზე არავინ დავობს. თუ არავინ დავობს, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ფუნქცია უნდა შეიძინოს მან ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდაში და განათლებაში. ჩვენ, სამწუხაროდ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ძალიან ბევრი დიდგორი გვაქვს წინ. ძალიან ბევრი დიდგორის მონაწილე ვართ და ძალიან ბევრი დიდგორი გველოდება, სადაც უნდა დავამტკიცოთ თავდადება ქვეყნის მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ადგილი და დავით აღმაშენებელი ქართული სახელმძღვანელოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს", - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.