ლიბერთი ბანკზე ჯგუფურ თავდასხმაში ბრალდებულებს 7 -7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
03-07-2019, 12:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფური თავდასხმისთვის ბრალდებულებს 7 -7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულები ა.ლ., გ.ხ. და ნ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 19 აპრილს ნ.ჯ., ა.ლ. და გ.ხ. თბილისში, ვარკეთილი-ის მე-3 მიკრო რაიონში მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში ჯგუფურად, იარაღისმაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით თავს დაესხნენ ბანკის თანამშრომლებს დასიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოლარე-ოპერატორებს ,,ლიბერთი ბანკის" კუთვნილი 2,045 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 2019 წლის 19 აპრილს დააკავეს, გ.ხ. და ნ.ჯ. ქ.თბილისში, ხოლო ა.ლ. ქუთაისში.

 

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ"ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ლ., ნ.ჯ. და გ.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი