ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა დუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, პროფესორ დევიდ ფიცპატრიკთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე გიორგი ზურაბაშვილმა უნივერსიტეტის პრეზიდენტს საქართველოს უმაღლეს განათლების სისტემისა და წამყვანი უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი ორმხრივი შეთანხმების ან ევროკავშირის საგრანტო პროგრამის "Erasmus+" ფარგლებში სტუდენტების ურთიერთგაცვლასთან დაკავშირებით.
დევიდ ფიცპატრიკმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში უნივერსიტეტი უცხოელ პარტნიორებთან კონკრეტულ გეგმებს შეიმუშავებს - უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის კუთხით, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტული მიმართულებაა.
მან, პროფესიული კონტაქტების დამყარებისა და კონკრეტულ დისციპლინებში ერთობლივი პროგრამების შემუშავების კუთხით, ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მზაობა დაადასტურა.
დუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ახლახანს დაარსდა, სამი სხვადასხვა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაერთიანების საფუძველზე, ირლანდიის წამყვანი უნივერსიტეტების სამეულშია და განსაკუთრებით წარმატებულია კომპიუტერული მეცნიერების, ელექტრონული ინჟინერიისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.