შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილე საპოლიციო ძალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები იღებდნენ და არა სხვადასხვა სამინისტროები, ანდა მათი ქვედანაყოფები, როგორც ეს მედიასაშუალებებით გავრცელდა.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ოფიციალური ინფორმაცია, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილე საპოლიციო ძალების შესახებ.
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.
სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სამინისტროები ანდა მათი ქვედანაყოფები.
ამის ერთ-ერთი დადასტურებაა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ღონისძიებაში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტროს ე.წ. სპეცრაზმი. გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სპეციალური დანიშნულების ძალების სამმართველო 2019 წლის 14 თებერვლიდან გაუქმებულია. შესაბამისად, ამ ქვედანაყოფის საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.