თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო
03-07-2019, 15:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

 

 

 


მისი თქმით, მოწესრიგდება ეზო, გამაგრდება გალავანი და აღდგება ერეკლეს აბანო.

 

 

 


„პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ფაქტობრივად იშლება გალავანი, რომელსაც აზიანებს მიწისქვეშა წყლები. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, აღდგება ერეკლეს აბანო და გამაგრდება ეზოში არსებული ტაძარი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერიტორია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალ დონეზე რეაბილიტირებული. ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ სასახლეს. ზოგადად, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მსგავსი სივრცეების მოვლა-პატრონობა და არაერთ მსგავს პროექტს ვახორციელებთ. მე დავავალე თბილისის განვითარების ფონდს, რომ მიმდებარე ტერიტორიისთვის, სადაც ბევრი ბარაკია და მოსახლეობა ცხოვრობს მძიმე პირობებში, შემუშავდეს რეაბილიტაციის პროექტი და მოხდეს მისი განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 


დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარამდე (1 997 851 ლარი) თანხაა განსაზღვრული, სამუშაოები 16 თვეში უნდა დასრულდეს.

 


დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაგუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, „იკომოს საქართველოს“ წარმომადგენელი მერაბ ბოჭორიძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი