ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგი უკვე შეთანხმებულია, მხარეებმა დღეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილონ. შეხვედრის დაწყების წინ რუსეთის მიმართ საქართველოს მთავარი მოწოდებაა, რომ რუსეთმა ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება დაიწყოს.
ქართული დელეგაციის წარმომადგენლები შედარებით რთულ რაუნდს ელოდებიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვს საქართველოში ანტირუსული განწყობა არ მოსწონს და ის "ფონის განმუხტვაზე" საუბრობს.
"გვესმის, საქართველოში არც ისე იოლი შიდა პოლიტიკური პროცესები მიდის. წინასაარჩევნო პერიოდი მოდის და მატულობს ვნებათაღელვა, მაგრამ აქ, ჟენევაში ემოციები არ გვინდა. გვსურს მშვიდად განვიხილოთ ადგილზე შექმნილი ვითარება, მომხდარი ინციდენტები, ვიფიქროთ, როგორ ვიმუშაოთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა. დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია და თავად ფაქტი, რომ ყველანი შევიკრიბეთ, საფუძველია, რომ კონსტრუქციული საუბარი გამოგვივა", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, განაცხადა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა, რომელიც ძალიან დაძაბულია, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ქართული დელეგაცია ცალსახად დააყენებს თავის პოზიციას, რომ ისედაც დაძაბული ურთიერთობები უფრო არ დაიძაბოს.
„ჟენევის მოლაპარაკების მთავარი თემა არის 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, თუმცა ქართულ-რუსული ურთიერთობების მიმდინარე ფონი და დაძაბული ვითარება საკმაოდ მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება აზრთა გაცვლა ამ საკითხებზე. ქართული დელეგაცია ცალსახად დააყენებს თავის პოზიციას, რომ მნიშვნელოვანია ვიაროთ დეესკალაციის კუთხით და ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო არ დაიძაბოს.
ეს არც ერთი დელეგაციის ინტერესებში არ შედის. ენგურზე გადასასვლელების დაკეტვის ფაქტმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ადგილობრივი მოსახლეობა. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი. მთავარი თემებია ადგილზე უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საკითხები. ყველა მიმდინარე მწვავე საკითხი განიხილება. არის ბევრი საკითხი, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გადაიჭრა. ეს ეხება დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხს. ყოველთვის რუსეთის დელეგაცია თავს არიდებს ამ თემის განხილვას. დღესაც არ გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ წინ წასვლას" - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.