2-3 ივლისს, ქალაქ ბათუმში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონულ კონფერენციაზე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამის (GIAHS) პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას, ევროპისა და აზიის რვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და საქართველოში FAO-ს წარმომადგენელმა, მამუკა მესხმა გახსნეს.
მისასალმებელ სიტყვაში ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების ფონზე ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამის (GIAHS) რეგიონული მასშტაბით დანერგვის მნიშვნელობაზე და აღნიშნულ პროცესში სამინისტროს აქტიურ ჩართულობაზე.
GIAHS-ის პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების, სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის გენეტიკური რესურსების შენარჩუნებას, ასევე დაეხმარება ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის პროცესში.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს რეგიონული ქსელი გლობალური მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის სისტემებთან დაკავშირებულ თემებზე სამუშაოდ და კლიმატის ცვლილებებზე ცოდნისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
GIAHS-ის დიალოგში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, იტალიის, ყაზახეთის, მონტენეგროს, ესპანეთის და ტაჯიკეთის წარმომადგენლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.