ავჭალაში, მიხაკო წერეთლის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, გრუნტის გზის ნაცვლად, დაახლოებით 1 425 კვ. მ. ფართობზე კაპიტალურად ეწყობა ასფალტის საფარი.
სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,, L & L “ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 76 243 ლარია გათვალისწინებული.
პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
გლდანის რაიონში გზის რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. სამუშაოები ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ასევე, ჯანჯღავას I შესახვევში, რეზო გაბაშვილის N7-14-ში და მუხიანი 2-ში, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.