საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატოსა და ევროკავშირში ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ლელა ჩიქოვანმა აირის რიკვეილისს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრის მოადგილემ ლატვიელ სტუმარს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მადლობის სერტიფიკატი გადასცა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.