ლევან ხაბეიშვილი: კახა კალაძე ფაქტობრივად, გიორგი გახარიას პოლიტიკურ პირსახოცად არის გადაქცეული და მაქსიმალურად ცდილობს მის „გაპრავებას“
03-07-2019, 17:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს „მედროვე ადამიანის ნათელ მაგალითს“ უწოდებს და აცხადებს, რომ იგი წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ამბობდა, რომ ოპოზიციას უნდოდა არეულობა და დღესაც იმავეს ამბობს.

 


როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა განაცხადა, კახა კალაძე „მეცამეტე დღეა, გიორგი გახარიას პოლიტიკურ პირსახოცად არის ქცეული“.

 


„დედაქალაქის მერი უკვე მეცამეტე დღეა, რაც ფაქტობრივად, გიორგი გახარიას პოლიტიკურ პირსახოცად არის გადაქცეული და მაქსიმალურად ცდილობს მის „გაპრავებას“. კახა კალაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს. ის დღეს ყველანაირ მორალურ საზღვარს გასცდა და თქვა, რომ ეს არ იყო აქციის დარბევა, თურმე, ეს არ იგეგმებოდა და ეს იყო უბრალოდ, მოგერიება. ახალი მესიჯბოქსი აქვთ, რომ 20 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა აქციაზე და თვალი ამოუღეს, თურმე შტურმს ახორციელებდა პარლამენტზე. კალაძის თვალით დანახული ადამიანი, რომელსაც მიბჯენით ესროლეს თავში, თურმე შტურმს აპირებდა პარლამენტზე, თურმე ათი ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელიც დაშავდნენ იმ დღეს, თურმე შტურმს ცდილობდნენ პარლამენტზე შიშველი ხელებით“, განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 


მისი თქმით, სანამ დაიწყებოდა აქციის დაშლა კალაძეს, როგორც დედაქალაქის მერს, ჰქონდა ვალდებულება, საჯარო განცხადებით მიემართა თბილისელებისთვის და მოეწოდებინა, მშვიდობიანად დაშლილიყვნენ.

 


„მნიშვნელოვანია, კალაძეს შევახსენოთ, რომ მისი პირდაპირი ვალდებულებაა, ეს აქცია სანამ დაიშლებოდა და დაიწყებდა შსს მის მოქალაქეებზე იერიშის მიტანას, მას გაფრთხილება აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. ასე რომ, მას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ეკისრება.

 


მესამე და მნიშვნელოვანი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს – კახა კალაძე არის მედროვე ადამიანის ნათელი მაგალითი, წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ამბობდა იგივეს, ანუ რომ ოპოზიცია იყენებს ხალხს და ოპოზიციას უნდა არეულობა და დღესაც იმავეს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, როცა ხელისუფლებაში მგზნებარედ საუბრობს ხოლმე სისხლიან 9 წელზე, ჩვენ გაჩვენებთ მის 2007 წლის განცხადებას, სადაც ის ამბობდა, რომ ოპოზიციის ბრალი იყო ეს ყველაფერი და ხალხს იყენებდა მაშინდელი ოპოზიცია. თუმცა ახლა ზნეც იცვალა, ფერიც იცვალა, შეფასებებიც შეიცვალა და მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ამბობს იმავეს.

 


არაფერი შეცვლილა, ის მაშინაც ხელისუფლებაში იყო, ახლაც ხელისუფლებაშია, მაშინაც „გამპრავებლის“ ფუნქცია ჰქონდა, ახლაც „გამპრავებელია“, შესაბამისად, საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს მისი მორალური მხარე. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მოვა დრო, რომ კახა კალაძემ გასცეს კითხვაზე პასუხი, რატომ არ გააფრთხილა ათი ათასობით მშვიდობიანი მანიფესტანტი აქციის დარბევაზე“, განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი