რომან კაკულია საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება, - ამის შესახებ თავად დეპუტატმა განაცხადა, თუმცა ის მმართველ გუნდში მის საკითხზე მსჯელობას ლოგიკურად მიიჩნევს.
დეპუტატი კვლავ საკუთარ აზრზე რჩება და ამბობს, რომ ის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარს ვერ დაუჭერდა.
"მინდა ერთმანეთისგან გავმიჯნო ორი საკითხი. პირველი - რაც შეეხება პარლამენტის წინ მომხდარ მოვლენებს, ამასთან დაკავშირებით მე არავითარი აცდენა გუნდის პოზიციასთან არ მაქვს. რაც შეეხება იმას თუ, რა დოკუმენტებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით, აქ დავიტოვე უფლება, მქონოდა ჩემი ინდივიდუალური შეფასება. თუ ეს სხვა თანაგუნდელების პოზიციას არ დაემთხვა, არაფერს უცნაურს არ ვხედავ იმაში, რომ ამაზე იყოს მსჯელობა", - განაცხადა კაკულიამ.
რომან კაკულიასა და მარიამ ჯაშის კომიტეტების თავმჯდომარეებად დარჩენის საკითხზე განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა.
"მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ვერ გაიგეს მთავარი: აქ იმაზე კი არ იყო საუბარი, დაეპატიმრებინათ თუ არა პარლამენტის წევრი. საუბარი იყო იმაზე, რომ პარლამენტის წევრის უფლებები გათანაბრებულიყო ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებებთან, რომლის მიმართაც შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას პრეტენზია. საკითხს წყვეტს სასამართლო და არა პარლამენტი", - განაცხადა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.