ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრა გამართა.
თათბირზე "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობა შეაფასეს.
განსაკუთრებული ყურადღება პროექტების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლზე გამახვილდა.
დიმიტრი საყვარელიძემ მერის წარმომადგენლებს მისცა დავალება, მუდმივი(ყოველდღიური) კომუნიკაცია იქონიონ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმგებელ მეწარმეებთან და დეტალურად გაეცნონ თითოეულ პროექტს, რათა მოსახლეობისთვის სასურველი და დროული შედეგი იქნეს მიღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.